logo_geo
eng_logo
ლორა თორნტონი: ვადამდელი არჩევნები ცუდი პრეცედენტი იქნება
- +

14 აპრილი. 2021. 13:08

 

ლორა თორნტონი საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ცუდ პრეცედენტად მიიჩნევს. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის ყოფილმა დირექტორმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მას მიაჩნია, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ მას პოლიტიკური ნება სჭირდება.

 

„ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცედენტს შექმნის“, - აღნიშნა თორნტონმა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას და ამაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა შევიდეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner