logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რომლის მოგვარების პასუხისმგებლობა შენც გეკისრება
- +

14 აპრილი. 2021. 13:09

 

 

„ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია და უბრალოდ სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო,“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

 

მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ ექვსმა დეპუტატმა პირადი ურთიერთობები აირჩია იმ სახელმწიფო ინტერესებისა და მიზნების ნაცვლად, რომელიც ერთად მისცეს საზოგადოებას და რაზეც ერთად ჰქონდათ აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როცა ის გამოწვევები არის ქვეყანაში, რომელზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ვფიქრობ მიუღებელია.

 

ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია და უბრალოდ სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო. გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნება“ დეპუტატებმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ანა ბუჩუკურმა დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner