logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას
- +

14 აპრილი. 2021. 13:30

 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, თავის დროზე მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

 

„რაც შეეხება საქმეებს, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ჩვენმა კოლეგებმა გიორგი გახარიას წასვლიდან მეორე დღესვე ამაზე გააკეთეს კომენტარები. ყველას კარგად გახსოვთ ისიც, როგორი იყო გიორგი გახარიას პოზიცია. ჩვენ გუნდურად მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი დაუჭირეს იმ დეპუტატებმაც, რომლებმაც დღეს დატოვეს უმრავლესობა. ამიტომ, ყველაფერი ხელისგულზეა და დამატებითი კომენტარები ზედმეტია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ 6-მა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ანა ბუჩუკურმა დატოვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner