logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგაშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში, არაგუნდური თამაშით ცალკე აღებული ვერც ერთი მაჟორიტარი, დეპუტატი ვერ გახდებოდა
- +

15 აპრილი. 2021. 15:10

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არის იმპერატიული.

 

მისი განმარტებით, დეპუტატს არ აქვს ვალდებულება, პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, მანდატი დატოვოს, არამედ ეს შეიძლება იყოს პიროვნული გადაწყვეტილება.

 

„აქედან გამომდინარე, არ მინდა სპეკულაცია იმის თაობაზე, უნდა დატოვონ თუ არა მათ მანდატი. არ მინდა, ამ თემაზე ახალი, მოგონილი ქარიშხალი ავტეხოთ. 100-დან 99 შემთხვევაშია, თუ მაჟორიტარისა და პარტიის მიერ მიღებულ ხმებს დავაკვირდებით, ყოველთვის არის მაჟორიტარის მცირედი უპირატესობა. ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, რადგან მაჟორიტარს პარტიული ხმების გარდა, გარკვეული პრეფერენცია პიროვნული სიმპატიით ეძლევა. გიორგი გახარია თუ თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს.  არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი, დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებზე საუბრისას.

 

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner