logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება
- +

16 აპრილი. 2021. 11:47

 

 

„ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა არის დემოკრატიის ანი და ბანი. სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ზოგიერთ ოპოზიციონერს ეს ასწავლონ“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ და საერთაშორისო ინსტიტუციამ დაინახა ერთი მხრივ ხელისუფლების მზაობა კომპრომისებისთვის და მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიციის არაადეკვატური ნაბიჯები.

 

„არც ერთი ქვეყანა და საერთაშორისო ინსტიტუცია არ დარჩა, რომელმაც ის რეალობა არ დაინახა, რაც არსებობს ხელისუფლების კომპრომისებსა და სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის არაადეკვატურ ნაბიჯებს შორის. საერთაშორისო ინსტიტუციები რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებენ, საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ და ამომრჩევლის ხმა პარლამენტში მიიტანონ. ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება. ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა არის დემოკრატიის ანი და ბანი. სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, რომ ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკოსები მაინც შეძლებენ, ის ბარიერი გადალახონ, რაც ქვეყანაში ნოემბრიდან შეიქმნა. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არსებობს და თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, გონივრული კომპრომისებისთვის ისევ მზად ვართ. ეს არ იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილებისა და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner