logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ბოლო დღებში უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს „ოცნების“ კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ
- +

16 აპრილი. 2021. 11:49

 

 

 

„ბოლო დღების განმავლობაში, ამ ადამიანებს „ქართული ოცნების“ კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ და ეს არ არის პოლიტიკური კაპიტალი იმისათვის, რომ მათ ვინმემ ხმა მისცეს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ, ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ უმრავლესობას დეპუტატები კიდევ დატოვებენ, სერგეენკო აცხადებს, რომ „ეს არ იყო გადინების პირველი ეტაპი, არამედ იყო ერთჯერადი ქმედება".

 

„ჩემთვის პარტიიდან ექვსი დეპუტატის წასვლა მოულოდნელი იყო, წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა. ამ ადამიანებმა უნდა აგვიხსნან და დაგვარწმუნონ თავისი ნაბიჯების სისწორეში, სხვა მხრივ უფრო მეტი კითხვა იქნება, ვიდრე პასუხები. მთავარი კითხვაა, რას სთავაზობს ახალი პოლიტიკური ძალა საზოგადოებას? რაც ბოლო დღეებში მოვისმინეთ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა იყო. კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა ძალიან ძნელი“, - აცხადებს სერგეენკო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner