logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: შესაძლებელია, მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ
- +

16 აპრილი. 2021. 13:36

 

„შესაძლებელია, მუშაობა დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

 

სამხარაძის თქმით, დანიელსონის დოკუმენტი ის საბაზისო დოკუმენტია, რომელზეც „ქართულ ოცნებას" ხელის მოწერაც შეუძლია. მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია თანახმაა, მზად არიან, აღნიშნული დოკუმენტის მოდიფიცირებულ ვერსიაზე სამუშაოდ.

 

„მზად ვართ, მუშაობა გავაგრძელოთ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონის დოკუმენტში წერია. იმისთვისაც მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, თუმცა მას შეთანხმებად მხოლოდ ჩვენი ხელმოწერა ვერ გადააქცევს. ამიტომ თუკი ოპოზიციას დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები და მზად არიან, ხელი მოაწერონ, ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner