logo_geo
eng_logo
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს
- +

16 აპრილი. 2021. 21:20

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

 

„გამიხარდა, რომ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებულ პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკაა. ყველა მხარეს მოვუწოდებ, პატივი სცეს ამ ძალისხმევას, პასუხისმგებლობა აიღოს და შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს და იმუშაოს იმაზე, რომ იგი ეფექტურად განხორციელდეს საქართველოს მომავლისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner