logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: სახელისუფლებო გუნდის მიერ თქვენი მისამართით, ჯანსაღი პოლიტიკური გამოწვევა გაკეთებულია
- +

16 აპრილი. 2021. 23:03

 

  „სახელისუფლებო გუნდის მიერ თქვენი მისამართით, ჯანსაღი პოლიტიკური გამოწვევა გაკეთებულია. ჯერი თქვენზეა, პოლიტიკურად ერთი სწორი სვლა მაინც გაბედეთ, გამოწვევა მიიღეთ, რადგან „პოლიტიკური ყვარყვარიზმის” ეტაპი დასრულებულია“, - ამ სიტყვებით მიმართავს იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

მეგრელიშვილი ოპოზიციას ურჩევს, საკუთარ ამომრჩევლებს ქუჩის ნაცვლად პარლამენტიდან ესაუბრონ:

 

„რევოლუციის გვარდიად ქცეულო ოპოზიციავ, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ კომპილაციურ დოკუმენტს. სახელისუფლებო გუნდის მიერ თქვენი მისამართით, ჯანსაღი პოლიტიკური გამოწვევა გაკეთებულია. ჯერი თქვენზეა, პოლიტიკურად ერთი სწორი სვლა მაინც გაბედეთ, გამოწვევა მიიღეთ, რადგან „პოლიტიკური ყვარყვარიზმის” ეტაპი დასრულებულია.

 

თვალი გაუსწორეთ სააკაშვილის მიზანს - პოლიტიკურად ჩაგყლაპოთ პარტიები პერსონებითურთ. გვერდით გადადეთ თქვენი ესოდენ მკვეთრი პოლიტიკური „ინდივიდუალიზმი“, სახელმწიფოსა და კანონებისადმი აგდებული, უპატივცემულო დამოკიდებულება და თქვენივე ამომრჩევლებს დაენახეთ! ესაუბრეთ პარლამენტიდან და არა ქუჩიდან! ჩაერთეთ სამუშაო პროცესში! პარლამენტში გააჟღერეთ თქვენი თვალით დანახული პრობლემები!

 

აბა, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში უმანდატოთაც შეიძლება ჯდომა“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner