logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება
- +

17 აპრილი. 2021. 01:15

 

„ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ.

 

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ პოზიციას. დღეს ყველა მათ უყურებს. დღეს პასუხისმგებლობა მათზეა, რათა მოიძებნოს კომპრომისი და კრიზისი დასრულდეს. ასე რომ, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გადახედავენ გადაწყვეტილებას და გადადგამენ ნაბიჯებს გამოსვლისკენ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ეტაპს, როდესაც ბატონი დანიელსონი წავიდა, მისი მეორე ვიზიტის შემდეგ და შვიდმა ევროპარლამენტარმა გავავრცელეთ განცხადება, ვფიქრობ, ამ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ გამოსვალი თუ არ მოიძებნა, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან იგივე აღარ დარჩება. ეს კი ძალიან სამწუხაროა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ოპოზიციის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რათა გადახედონ ყველა ნაბიჯს და ყველა სიტყვას, რომელსაც დღეიდან იტყვიან. ამას მოჰყვება შედეგები საქართველოსთვის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის“, – განაცხადა კალიურანდიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner