logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: „ქართული ოცნების“ ნაბიჯი მნიშვნელოვანია ჩიხიდან გამოსასვლელად, ვიმედოვნებთ, მას სხვა მხარეებიც მიყვებიან
- +

17 აპრილი. 2021. 01:50

 

ევროპარლამენტის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი დადებითად აფასებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს.

 

„როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას.

 

მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner