logo_geo
eng_logo
ფრიდონ ინჯია: „ევროპელი სოციალისტები“ მზად ვართ, შევუერთდეთ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწერს ხელს
- +

17 აპრილი. 2021. 13:01

 

 

საპარლამანეტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტსაბჭო მიესალმებიან „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და გამოთქვამენ მზადყოფნას შეუერთდნენ აღნიშნულ დოკუმენტს.

 

ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი.

 

„მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდირებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner