logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციისთვის დემოკრატია მხოლოდ ფარსია და რეალური ნაბიჯები, რასაც დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულება ჰქვია, მათთვის არაფერს წარმოადგენს
- +

17 აპრილი. 2021. 13:30

 

 

„ოპოზიციისთვის დემოკრატია მხოლოდ ფარსია, ხმამაღლა საძახებელი სიტყვაა და რეალური ნაბიჯები, რასაც მართლა დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულება ჰქვია, მათთვის არაფერს წარმოადგენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც არის ერთობლივი დოკუმენტი, შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ.

 

„ეს დოკუმენტი არის შარლ მიშელისაც, დანიელსონისაც და მთლიანად ევროკავშირის. გამომდინარე აქედან, ოპოზიციის სპეკულაციები, შარლ მიშელისა და მის წარგზავნილს შორის უთანხმოების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, არის ყოვლად უაზრო და არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია. საქმე გვაქვს იმასთან, რაც თავიდანვე იყო ცნობილი. სამწუხაროდ ის ოპოზიცია, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არ არის მოწადინებული იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება, დემოკრატიული განვითარების პროცესი და ა.შ. ნებისმიერი სხვა დემოკრატიული პროცესი, მათ შორის ფართო კონსენსუსი, რომელიც ევროკავშირისა და ევროპული დემოკრატიის საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით იქნა ასახული ამ დოკუმენტში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა, მათთვის კვლავ მიუღებელი რჩება. დემოკრატია მათთვის მხოლოდ ფარსია, ხმამაღლა საძახებელი სიტყვაა და რეალური ნაბიჯები, რასაც მართლა დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულება ჰქვია, მათთვის არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით, გააგრძელებს და დაიწყებს იქ აღნიშნულ რიგი საკითხების გატანას პარლამენტში.

 

„ამნისტიასთან დაკავშირებითაც ჩვენ ცალსახად ვთქვით, თუ იქნება სასამართლოს მიერ დადგენილი გირაო გადახდილი, მზად ვართ, რომ პოლიტიკური ამნისტიის აქტი მიიღოს პარლამენტმა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციის საფუძველს მოსპობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ქადაგიშვილის განცხადებით, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად აღიარა, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და გამომდინარე აქედან, პრეცედენტი იმისა, რომ ლეგიტიმური არჩევნების ხელახლა გადათამაშება მოხდეს, დაუშვებელია დემოკრატიისათვის.

 

„ევროკავშირი და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზოგადად პოლიტპატიმრის ცნებას განსაზღვრავს და პირს აღიარებს პოლიტპატიმრად, არ უღიარებია საქართველოში არც ერთი მსჯავრდებული პოლიტპატიმრად. არც ერთი მათგანი ასეთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზნით ვამბობთ, რომ პოლიტიკური ამნისტიის აქტზე პარლამენტი იმსჯელებს იმ შემთხვევაში, თუ კეთილი ნება იქნება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner