logo_geo
eng_logo
ჟიგიმანტას პავილიონისი: მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით
- +

17 აპრილი. 2021. 17:45

 

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

„მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner