logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა
- +

18 აპრილი. 2021. 20:48

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

„დღის პირველ ნახევარში ნახეთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გამოვაქვეყნეთ, რომელიც ხაზს უსვამდა იმას, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები არსებულ ვითარებას.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს პარტიებისადმი ახალი წინადადების გამოქვეყნებას აპირებდა. ეს უკვე მოხდა და წინადადება გამოქვეყნებულია. ეს არის წინადადება, რომელსაც პრეზიდენტი დაბალანსებულად და რეალისტურად მიიჩნევს. შეთანხმების ტექსტი გადაეცა ყველა პარტიას.

 

რამდენიმე პარტიამ კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა, რათა ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო და ახლა ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გაგვაცნონ, იმისთვის რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“, - განაცხადა ჰარცელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner