logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ევროინტეგრაციის არჩევანი, ეს ქართველი ხალხის არჩევანია
- +

20 აპრილი. 2021. 19:08

 

„საქართველოს არჩევანი, ჩვენი ევროინტეგრაციის არჩევანი, ეს  არის, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის, ან პოლიტიკური გუნდის, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი“, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა რითაც უპასუხა კითხვას - „რისთვის არის საქართველო მზად მაშინ, როდესაც ქვეყანას გაცხადებული აქვს, რომ 2024 წელს ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად, თან იმ ფონზე, როდესაც კრემლიდან გვესმის განცხადებები ძალიან ხშირად, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოსკოვი განიხილავს, როგორც რეგიონში გარკვეულწილად არეულობის შემოტანის მცდელობად“

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მისწრაფება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

 

„ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მესმის თქვენი კითხვა.

მე მესმის, რომ რუსეთისთვის შეიძლება ეს არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი. ჩვენ ეს შეუქცევადი პროცესი გავხადეთ სწორედ ჩვენს მიერ, 2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა არის ამოწურული. შესაბამისად, მითუმეტეს, ეს ჩვენი მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

right_banner right_banner
არქივი
right_banner