logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ
- +

20 აპრილი. 2021. 19:44

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება არის ერთგვარი საწყისი წერტილი და დანარჩენი დამოკიდებულია მხარეების მოქმედებაზე.

მისივე თქმით, ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ.

 

„ამ შეთანხმების პუნქტები უნდა შესრულდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ. ეს არის მთავარი, რაც შეთანხმების დოკუმენტშია ასახული. ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანა და მიზანია ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი დაკვირვება. რა თქმა უნდა, ისინი უნდა დააკვირდნენ შეთანხმების აღსრულების პროცესს.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, სამ წელიწადში წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ ვისმენთ მკაფიოდ მხარდამჭერ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით.

ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ეს შეთანხმება გაფორმებულიყო. ასეთია საერთო დამოკიდებულება ევროპარლამენტის წევრებს შორის. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა და მათი დამოკიდებულებაც არის იგივე. აფასებენ „ქართული ოცნების“ ძალისხმევას და მთლიანობაში შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner