logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: შეთანხმება არის საწყისი წერტილი მეტი მშვიდობისთვის, ვიმედოვნებ, სხვებიც შეუერთდებიან
- +

20 აპრილი. 2021. 19:53

 

„დარწმუნებული ვარ, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება და მრავალი პოლიტიკური ლიდერის მიერ ხელმოწერა არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი. თუმცა ეს არ არის საკმარისი. მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება, პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რაც გადაწყდა ქართველი პოლიტიკური ლიდერების მიერ“ – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

აღნიშნულით მიშელმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რა გარანტიებია იმისა, რომ შეთანხმება შესრულდეს, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება“.

 

„მთავარი პრიორიტეტული საკითხებია -საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობის რეფორმა. ეს ფუნდამენტურია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვენდობით დემოკრატიულ ინსტიტუტებს – პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს. ეს არის საუკეთესო გარანტია ხალხისთვის, საუკეთესო გარანტია მოქალაქეებისთვის, მათი უკეთესი მომავლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიული დებატები ზოგჯერ დაძაბულობას ნიშნავს. ეს ნიშნავს, განსხვავებულ მოსაზრებებს პრიორიტეტულ საკითხებზე, იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეენემია, ეს დეენემი უნდა იყოს ერთიანობა და ამ ქვეყნის საერთო ინტერესი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ამასთან, როგორც მიშელმა აღნიშნა, შეთანხმება არის საწყისი წერტილი მეტი მშვიდობისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამას სხვებიც შეუერთდებიან.

 

„ვიმედოვნებ, გუშინ ხელმოწერილ შეთანხმებას სხვებიც შეუერთდებიან. ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი მეტი მშვიდობისთვის, მეტი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის პოლიტიკური ნებისთვის, იმოქმედონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner