logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გუშინ გამოვლინდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ
- +

20 აპრილი. 2021. 20:05

 

„დასავლელ პარტნიორებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრიზისის დასრულებისთვის. იგივე გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიების დიდმა ნაწილმა, მაგრამ არ გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„გუშინ გამოვლინდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი თანაპარტიელებისა და მხარდამჭერების მხრიდან ბრალდებები და ვარაუდები, რომ ხომ არ იყო ნიკა მელიას პატიმრობა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში.

მე, რა თქმა უნდა, არ შევალ ამ განსჯაში და არ მივცემ თავს უფლებას, რომ საზოგადოებას ჩემი დასკვნები შევთავაზო, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრიზისის დასრულებისთვის. იგივე გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიების დიდმა ნაწილმა, მაგრამ არ გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner