logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებაა განსაზღვრული
- +

20 აპრილი. 2021. 20:17

 

„პატიმრების საკითხზე პრაქტიკულად ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული ორივე მხარისთვის, ვიდრე დოკუმენტს ხელს მოვაწერდით. ყველა მხარემ იცის, თუ რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტი, სავარაუდოდ შეწყალების მექანიზმს უახლოეს დროში გამოიყენებს.

 

„პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და მისი ვადები მკაფიოდ დაასახელა. მაღალი ალბათობით, ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის შეთანხმება და ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მიერ ხელმოწერამდე, ეს მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს. პირველი-ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტისი პროექტზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. დღეს კი, დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის ​დოკუმენტის  ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner