logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ვინ არის ახლა ნიკა მელია? ადამიანურად ახლა მასზე მეტად არავინ მებრალება
- +

20 აპრილი. 2021. 23:09

 

„ვინ არის ახლა ნიკა მელია? ადამიანურად ახლა მასზე მეტად არავინ მებრალება. მებრალება იმიტომ, რომ მისმა ბელადმა მას უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს ლაფი დაასხა და მისი პოლიტიკური მომავალი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა,“ - ამის შესახებ ექსპერტი  ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საბოლოო ჯამში ნიკა მელია გამოიყენა.

 

„მე ადრეც ვწერდი, რომ მიშა მასზე ძალიან ეჭვიანობდა, მაგრამ ახლა შეთქმულების თეორიებში არ შევალ. მხოლოდ ფაქტები - გუშინ მიშამ თქვა, არანაირი ხელმოწერაო. გავიდა რამდენიმე საათი და იგივე დაწერა მელიამაც, რომ ის შარლ მიშელის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა. რა ხდება დღეს? დღეს სააკაშვილმა რადიკალურად შეცვალა პოზიცია და მოუწოდა ენმ-ს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა,“ - აღნიშნავს ქადაგიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner