logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი: პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას
- +

20 აპრილი. 2021. 23:46

 

„მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

 

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით წარდგენილი შეთანხმება მხარეებისგან რთულ კომპრომისსა და პოლიტიკურ გამბედაობას ითხოვდა. ეს შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია. პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ერთად მუშაობა დაიწყოს. აშშ მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტს, რომ ამ შეთანხმების მისწრაფებები განხორციელდეს. როგორც ყოველთვის, აშშ მზად არის, საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner