logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის
- +

21 აპრილი. 2021. 12:52

 

 

„გარკვეულწილად მიკვირს, რომ ნიკა მელია თუ „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „ევროპული საქართველო“, ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილნი, უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ამნისტიას.

 

„ესეც ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, გამოდის, რომ ფაქტობრივად უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად. ამ ამნისტიასაც, არ ვიცი, აპირებს თუ არა, დაეთანხმოს, საბოლოო ჯამში, ეს არის მისი გადასაწყვეტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner