logo_geo
eng_logo
მარინა კალაიურანდი: ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებთან იმ პირობებით უნდა ითანამშრომლოს, რაც თითოეული სახელმწიფოსთვის მისაღებია
- +

21 აპრილი. 2021. 14:13

 

 

„ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებთან იმ პირობებით უნდა ითანამშრომლოს, რაც თითოეული სახელმწიფოსთვის მისაღებია“, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა,  „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინვებინარზე განაცხადა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი ვარ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა წარმატებული იყო. ბოლო წელი იყო რთული აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის. მე ახლახანს დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია. ჩვენ შევხვდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელ პარლამენტარებს.

 

ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, მე ვგრძნობ, რომ ამ პროგრამის ყველა მონაწილეს სურს ევროკავშირთან დაახლოება. დიახ, ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რეფორმებიც და ინტერესებიც განსხვავებული აქვთ. თუმცა, ევროკავშირს შეუძლია, მათ შესთავაზოს იმ პირობებით თანამშრომლობა, რაც თითოეულ ამ ქვეყანას სურს და რაც მათთვის მისაღებია. მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ვფიქრობ, ეს ინდივიდუალური მიდგომა არის სწორი. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ პარტნიორ ქვეყნებს, ვითანამშრომლებთ და შევთავაზებთ შესაძლებლობებსა და პერსპექტივას“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner