logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: მელია გახდა მძევალი იმ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის, რომელიც სააკაშვილმა და ამ პარტიამ შესთავზა საზოგადოებას
- +

21 აპრილი. 2021. 20:55

 

 

„ნიკა მელია პოლიტიკური კუთხით მძიმე ვითარებაშია შესული. ის გახდა მძევალი იმ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის, რომელიც მისმა რეალურმა ლიდერმა, მიხელ სააკაშვილმა და ამ პარტიამ შესთავზა საზოგადოებას“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ მელიას ციხის საკანი ავტომატურ რეჟიმში იღება.

 

„ნიკა მელია პოლიტიკური კუთხით მძიმე ვითარებაშია. ის გახდა მძევალი იმ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის, რომელიც მისმა რეალურმა ლიდერმა, მიხელ სააკაშვილმა და ამ პარტიამ საზოგადოებას შესთავზა.

დღეს სწორედ გამოსავლის მოძებნა უჭირს თვითონ ნიკა მელიას, თორემ მთლიანად საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის გამოსავალი ნაპოვნია. პოლიტიკური ამნისტია ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით უნდა მოხდეს საკითხის გადაწყვეტა და დასრულება.

წმინდა სამართლებრივად რომ გავყვეთ, მაშინ სასამართლო პროცესებს უნდა დაველოდოთ. ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ მისი ციხის საკანი ავტომატურ რეჟიმში იღება. ახლა საუბარია მოვლენის დავიწყებასა და ახალი პოლიტიკური ფურცლის გადაშლაზე. თუ ჩვენ ამ არსებული დოკუმენტის რევიზია დავიწყეთ, რადგან ვიღაც თავისი დესტრუქციული დღის წესრიგიდან ვერაფრით გამოდის და უნდა, რომ გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან კიდევ უნაგირზე სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული, ეს ყველაფერი ასე არ არის მოწყობილი. ამ დოკუმენტის რევიზია არაფრით არ გამოვა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner