logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: ამნისტია და მელიას საქმე არ არის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი, დიდი იმედი მაქვს ნიკა მელია პარლამენტში შევა
- +

28 აპრილი. 2021. 18:41

 

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის იყო მიღწეული, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ ამნისტია და ნიკა მელიას საქმე აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის.

 

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში პარლამენტარები შევიდნენ და დაიწყეს მუშაობა. რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონის განხილვასთან დაკავშირებით პოლიტიკური ლიდერები უნდა მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.

 

ახლა მიმდინარეობს განხილვის ჯანსაღი პროცესი. რაც მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, პარლამენტარებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს, ახლა რეფორმებზე მუშაობის დაწყებაა საჭირო, როგორიცაა სასამართლო რეფორმა. ასევე, საარჩევნო პირობების გაუმჯობესება, რათა მოსახლეობამ დაიბრუნოს პოლიტიკოსებისადმი ნდობა.

 

კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ის პოლიტიკოსები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არ არის აშშ-ის გადასაწყვეტი, არც მელიას საქმე აღარ არის შეერთებული შტატების საკითხი, მელიამ ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, ის ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია და დიდი იმედი მაქვს შევა პარლამენტში,"- აცხადებს კელი დეგნანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner