logo_geo
eng_logo
ევროპის წამლის სააგენტომ „Sinovac“-ის შემოწმება დაიწყო
- +

4 მაისი. 2021. 17:44

 

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური ვაქცინა „Sinovac“-ის შემოწმება დაიწყო.

 

„მედიცინის კომიტეტის გადაწყვეტილება შემოწმების დაწყების შესახებ ლაბორატორიული კვლევების (არაკლინიკური მონაცემები) და კლინიკური კვლევების წინასწარ შედეგებს ეფუძნება. ამ გამოკვლევების თანახმად, ვაქცინა ანტისხეულებს იწვევს. შევაფასებთ მონაცემებს იმის დასადგენად, აჭარბებს თუ არა სარგებელი რისკებს. ვაქცინის შემოწმება გაგრძელდება მანამ, სანამ საკმარისი მტკიცებულებები ხელმისაწვდომი არ იქნება ავტორიზაციის განაცხადისთვის“, - ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner