logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია ერთი დღე შემოვიდა პარლამენტში, განცხადებები გააკეთა და მას შემდეგ კაციშვილს არ გვინახავს
- +

4 მაისი. 2021. 17:49

 

„წინა კვირას ოპოზიცია ერთი დღე შემოვიდა პარლამენტში, განცხადებები გააკეთა და მას შემდეგ კაციშვილს არ გვინახავს“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

 

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ინტერესშია, იწილო-ბიწილო რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

 

„წინა კვირას ოპოზიცია ერთი დღით შემოვიდა პარლამენტში, განცხადებები გააკეთა და მას შემდეგ კაციშვილს არ გვინახავს. ჩვენ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები იყო, განხილვები იყო. მონაწილეობდა ლევან იოსელიანი და დანარჩენი საერთოდ არ გამოჩენილან. რაც შეეხება ამნისტიას, ჩვენს ინტერესშია დროულად დასრულდეს ეს იწილო-ბიწილო. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველივე დღიდან, როგორც კი შედგა ეს ხელმოწერა, იქიდან დაწყებული დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის თემაზე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner