logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: „გიჟური“ კარგად უხდება სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამს და საქციელს
- +

4 მაისი. 2021. 17:51

 

„უკვე თქვეს და ალბათ, ტავტოლოგია იქნება, კვლავ გავიმეორო, რომ „გიჟური“ კარგად უხდება სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამს, მის საქციელს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდს თუ ავიღებთ, საერთოდ ესატყვისება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში მას „გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს".

 

მისი თქმით, მხარდაჭერა ძალიან კარგად იზომება არჩევნებზე და არჩევნებს შორის გამოკითხვებზე.

 

„ამ სტატისტიკური მონაცემიდან შეგვიძლია გამოვიდეთ - თუ გადავავლებთ 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებს და იქ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებულ შედეგებს, დავრწმუნდებით, რომ გიჟური მხარდაჭერა სიტყვა „გიჟურის“ ყველაზე ცუდი გაგებით შეგვიძლია გავიგოთ, რადგან სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner