logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის განცხადებას შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, ალბათ, მართლაც გიჟურია მხარდაჭერა
- +

4 მაისი. 2021. 18:26

 

 

„არ ვიცი, რა თვალსაზრისით და მოტივაციით თქვა, მაგრამ შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა“,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მას საქართველოში „გასაგიჟებელი მხარდაჭერა" აქვს.

 

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას უყურადღებოდ არ დატოვებს.

 

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო პერსპექტივებზე კარგს ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი ვარაუდით, კლებად რეჟიმშია მათი მხარდაჭერა და ამის დასტური იქნება, იმედი მაქვს, მომავალი არჩევნები. ღრმად მწამს, რომ დესტრუქციის მცდელობებს, რომლის კასკადი ვიხილეთ, უყურადღებოდ ქართველი ამომრჩეველი არ დატოვებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner