logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: თუკი ნიკა მელია გადაწყვეტს, რომ ურჩევნია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება
- +

4 მაისი. 2021. 20:08

 

„იმ შემთხვევაში, თუკი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ ნიკანორ მელია უარს განაცხადებს, რომ მასზე გავრცელდეს კანონი, ეს იქნება დამადასტურებელი იმისა, რომ მას არ უნდა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება - ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

"ჩვენი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ამნისტიის კანონის მიღებასთან იქნება სრულყოფილად შესრულებული იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერავის დავაძალებთ და ვაიძულებთ, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი, თუკი მას ამის სურვილი არ აქვს. სამართლებრივად, მექანიზმი რომ შეიქმნას იმისთვის, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, ჩვენს მიერ იქნება სრულფასოვნად შესრულებული და ამის შემდეგ უკვე მისი თანხმობა იქნება საჭირო, რომ მასზე გავრცელდეს. მან უარი რომ განაცხადოს და რაღაც პერიოდის მერე თქვას, რომ ახლა ვარ თანახმა, რა თქმა უნდა, ამ კანონს ექნება ძალა, რომ გავრცელდეს. თუკი ნიკა მელია გადაწყვეტს, რომ ურჩევნია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner