logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რომ ბრალდებული დაეთანხმოს შარლ მიშელის დოკუმენტსა და ამნისტიის კანონს, რაც ძალიან მარტივია
- +

5 მაისი. 2021. 13:06

 

 

„თუ კონკრეტული პოლიტიკოსი არ ეთანხმება არც შარლ მიშელის დოკუმენტს და შესაბამისად არც ამნისტიის კანონს, მაშინ მასზე ამნისტია, ბუნებრივია, ვერ გავრცელდება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„რეალურად ამნისტიაზე თანხმობა ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებაზე თანხმობას. ეს ამნისტიის სპეციფიკური კანონია და უფრო მეტიც, უპრეცედენტოც, რადგან ეფუძნება პოლიტიკურ შეთანხმებას, რაც პროექტის შინაარსშია გამოსახული. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რომ ბრალდებული დაეთანხმოს შარლ მიშელის დოკუმენტს და დაეთანხმოს ამნისტიის კანონს. ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც აისახა კანონპროექტში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner