logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: თუ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს
- +

5 მაისი. 2021. 15:12

 

 

„თუკი კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს. წინა ამნისტიებში ამის შესახებ ეწერა თუ არ ეწერა, ეს იგულისხმებოდა, რადგან ეს არის ერთ-ერთი კონვენციური უფლება“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს რომელიმე დებულება ვინმეს პატიმრობაში დასატოვებლად არის გამიზნული და მისთვის გაუგებარია, რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი. სარჯველაძე აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი ნიკა მელიას ნება იქნება.

 

„ჩვენს პროექტში რა დებულებაც არის ჩადებული, გულისხმობს იმას, რომ პირს აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. იმ შემთხვევაში თუკი კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, რომ უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს. წინა ამნისტიებში ეწერა ამის შესახებ თუ არ ეწერა, ეს იგულისხმებოდა, რადგან ეს არის ერთ-ერთი კონვენციური უფლება საქართველოსი, რომ უზრუნველყოფილი იყოს პირი უფლებით, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს განსჯაზე.

 

იმ შემთხვევაში თუკი პირი უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, იქვე არის კანონპროექტში მითითებული, რომ ეს უარი არ იქნება შეუქცევადი და პირს, რომელმაც ერთხელ უარი განაცხადა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, იმ შემთხვევაში თუკი ის სასამართლოს მხრიდან გამტყუნებული იქნება, შესაძლებლობა ექნება შეცვალოს გადაწყვეტილება, გაიწვიოს უკან თავისი უარი და შესაბამისად, მიიღოს ამნისტია. უპირატესობა მიენიჭება პირის ნებას, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გახლავთ კონვენციური ვალდებულება.

 

რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი გაუგებარია, საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და ამის გამო უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მას ამის უფლება გააჩნია და თუ მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ სურვილი აქვს მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება, მე ვფიქრობ, პირიქით რომ ყოფილიყო ფორმულირებული და უარის მიუხედავად ამნისტია გავრცელებულიყო, მაშინ ნამდვილად იქნებოდა საპრეტენზიო.

 

მისი (მელიას) ნებაა აქ გადამწყვეტი და ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება ისარგებლოს ამნისტიით, ეს სასურველია ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, შეთანხმებიდან გამომდინარე, რის აღსასრულებლადაც ვიღებთ ამ ამნისტიას,"- განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner