logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები პარლამენტში წინ მიდის
- +

5 მაისი. 2021. 17:56

 

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტის რეგისტრირებას გამოეხმაურა. განცხადება ამ თემაზე კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

„როგორც ვიცით, ამჟამად კანონპროექტის ორი სამუშაო ვერსიაა პარლამენტში, რომელიც უნდა განიხილონ. პირველ რიგში, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები პარლამენტში წინ მიდის. ეს საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. ამ ეტაპზე კომენტარებს სხვადასხვა კანონპროექტზე ვერ გავაკეთებ, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობისა და პარტიებს შორის დისკუსიების შედეგად მაქსიმალური მოძრაობა იყოს საერთო აზრის მიმართულებით იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება პროცესის წინ წაწევა რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner