logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თუ მელიას არ უნდა ამნისტია, ძალით გარეთ ვერავინ გამოაგდებს
- +

5 მაისი. 2021. 18:08

 

 

„ეს არის პოლიტიკური ამნისტია და არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს. ეს არის პოლიტიკური ამნისტია, რომელიც ითვალისწინებს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც მომავალში ახალ ფურცელს გადაშლის,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ნიკა მელიას ამნისტირების საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„არასწორია იმის თქმა და იმით სპეკულირება, რომ მელიას არ უნდოდა ამნისტია და ძალით გამოაგდეს გარეთ. ძალით გარეთ ვერავინ გამოაგდებს, თუ მაინცდამაინც უნდა შიგნით დარჩენა. ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა პოლიტიკურ ველზე. არის ნიუანსები, რომლებიც ეხება სამართლებრივ პრაქტიკას, ეხება რაღაც საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ასეთ შემთხვევებში გარკვეულ სტანდარტულ მიდგომებს ითვალისწინებს. ეს ყველაფერი არის იმ ადამიანების სამსჯელო, რომლებიც შემოიტანენ ამ კანონპროექტს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner