logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ქვეყნიდან სააკაშვილის ვირთხისებრი გაქცევის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვნად გაძლიერდა
- +

5 მაისი. 2021. 20:15

 

 

„30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის გახდა. 30 აპრილი საქართველოს ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დღეა, რადგან 1991 წელს, სწორედ აღნიშნულ დღეს ოფიციალურად დაიწყო ქართულ ჯარში წვევამდელთა გაწვევა და საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მას შემდეგ ქართულ ჯარს არაერთი წარმატება ხვდა წილად,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე შეგნებულად არ მიულოცა.

 

„სამწუხაროდ სააკაშვილის სახით ბედმა მათ უღირსი მთავარსარდალი არგუნა.... სააკაშვილს, რომელიც წარსულში საქართველოს პირველი პირი და მთავარსარდალი იყო, ქართული არმიის დღე არც კი გახსენებია, მისგან ქართულ ჯარს მილოცვა არ მიუღია, რაც ლოგიკურია, ლოგიკურია იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იტყვის უარს, არ აქვს მორალური უფლება ქართული სახელმწიფოს მთავარ საყრდენს, სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს, ქართულ ჯარს იუბილე მიულოცოს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, (მთელმა მსოფლიომ ნახა გორში სააკაშვილის სიმხდალის კადრები) ხოლო ქართველმა სამხედროებმა კი უმაგალითო სიმამაცით კიდევ ერთხელ განაცვიფრეს მტერიც და მოყვარეც. აი, ზუსტად აქ უნდა დავინახოთ მთავარსარდლად წოდებული, დედალი კაცის შური ჯარისკაცების მიმართ. დიახ, აქეთ სიქველე და სიმამაცეა, იქით სიმხდალე და პირუტყვული შიში სიკვდილისა, შინაგანი ბოღმის და ზიზღის გამოვლინებაა სააკაშვილის მხრიდან თავდაცვის ძალებისთვის 30 წლის საიუბილეო თარიღის არ მილოცვა, ეს შეგნებული ნაბიჯია რომელსაც ჰქვია: „სადაც მე არ ვარ, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო,“. არც ჯარი მაინტერესებს, არც ხალხიო.

 

და ბოლოს, სააკაშვილის მხრიდან ჯარის მიმართ ზიზღისეული განწყობის ბოლო შტრიხი იყო საპარლამენტო არჩევნები, ჯარის მხრიდან 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, პირდაპირ და შეულამაზებლად რომ ვთქვათ, პერსონალურად ღარიბაშვილის მიმართ, ამან დააკარგვინა სააკაშვილს ფორმალური ინსტიქტებიც კი და დემონსტრაციულად თქვა უარი ჩვენი სახელოვანი ჯარისთვის საიუბილეო თარიღის მილოცვაზე. ფაქტია სააკაშვილის ქვეყნიდან ვირთხისებრი გაქცევის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ჯარის პროგრესი, რომელიც მან 2019 წლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის მეთაურობით განიცადა.

პროგრესი ეხება როგორც ტექნიკურ მატერიალური ბაზის გაძლიერებას, ასევე, საზოგადოებაში ჯარის სანდოობის ზრდას, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება. ჯარის ასეთი სიძლიერე კი თვისობრივად მიუღებელია სააკაშვილისთვის, რადგან დღევანდელ ხელმძღვანელობას რეალურად შესწევს უნარი, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი, რაც კიდევ ერთხელ გამოაჩენს სააკაშვილის ხელმოცარულობას,“ - აღნიშნავს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner