logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის
- +

6 მაისი. 2021. 10:34

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრების შეაფასა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო იმას, რომ ევროკავშირმა საქართველოს უფრო ქმედითი მხარდაჭერისთვის ახალი მექანიზმები უნდა მოიფიქროს.

 

„ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველომ მიიღოს უფრო მეტი დახმარება ევროკავშირისგან სხვადასხვა სექტორული ინტეგრაციის მეშვეობით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ რიგ შემთხვევაში საქართველო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც კი უსწრებს ინტეგრაციის გზაზე და ამიტომ საჭიროა ახალი მექანიზმების მოფიქრება, იმისთვის რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთვის უფრო ქმედითი გახდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

ქართული დელეგაცია ბერლინში შეხვედრებს 5 მაისიდან მართავს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner