logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57-პროცენტიან ზღვარს ვერაფრით გადალახავს
- +

6 მაისი. 2021. 18:29

 

 

„ეს ოპოზიცია 57%-იან საარჩევნო ზღვარს ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე, კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვთ.

 

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner