logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული
- +

6 მაისი. 2021. 20:49

 

 

 „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული. უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ორგანიზებულად მივყვებით გეგმას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

 

„მათ შორის, გერმანიაში კოლეგებს ვაცნობთ გეგმას, ხედვებსა და კამპანიის ძირითად საკითხებს, რაზეც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ავაგებთ კამპანიას. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებისა და მათ შორის გერმანიის მხარდაჭერა გვაქვს. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კონკრეტულ კანდიდატებზე და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციას საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner