logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება
- +

7 მაისი. 2021. 16:19

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის თემაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს.

 

იქამდე, პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.

 

მოგვიანებით, შეხვედრას შეუერთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. მათი შეხვედრა პრეზიდენტთან უკვე დასრულებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner