logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი ვაზილ ჰუდაკზე: დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მესიჯია ინვესტორებისთვის
- +

7 მაისი. 2021. 17:12

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სონღულაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით  პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის დანიშვნის შესახებ საუბრობს.

 

დეპუტატის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკის წარდგენა ძალიან კარგია, რადგან მას დიდი გამოცდილება აქვს.

 

სონღულაშვილი ამბობს, რომ ჰუდაკის გამოცდილება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

 

„ბატონი ჰუდაკის გამოცდილება ძალიან კარგია. დიდი გამოცდილება აქვს და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას პირდაპირი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პირდაპირი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.  უცხოური, პირდაპირი ინვესტიციები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი იმისა, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა მოხდეს.

 

ბატონი ჰუდაკის განვლილი გზა ზუსტად ამას მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად მისი გამოცდილება  და კავშირები, რომელიც ამ გამოცდილებას თან მოჰყვება, ძალიან დაგვეხმარება და არის კარგი მესიჯი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრს სპეციალური მრჩეველი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner