logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ის, რომ კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია არ ჩაერთო, „ქართული ოცნების“ კი არა, ზარმაცი და არათანმიმდევრული ოპოზიციის ბრალია
- +

8 მაისი. 2021. 14:25

 

 

„ის, რომ კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია არ ჩაერთო, „ქართული ოცნების“ ბრალი კი არა, ზარმაცი და არათანმიმდევრული ოპოზიციის ბრალია. მათ უარი თქვეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში ჩართვაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

 

„პრეზიდენტმა მიიღო აბსოლუტურად სამართლიან, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ამბობს, რომ მხარეები უფრო მეტად უნდა ჩართულიყვნენ კანონპროექტის შემუშავების პროცესში და მისი განხილვის ეტაპზე. ამაში ჩვენ პრეზიდენტს სრულიად ვეთანხმებით. ის, რომ კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია არ ჩაერთო, „ქართული ოცნების“ ბრალი კი არა, ზარმაცი და არათანმიმდევრული ოპოზიციის ბრალია. მათ უარი თქვეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში ჩართვაზე. ჩვენ კანონი მათ გარეშე მივიღეთ, რადგან პარლამენტში ძალით ვერავის შემოვიყვანთ. ამის შემდეგ, დაიწყეს პოლიტიკური კეკლუცობა სხვადასხვა მედიის კამერების წინ“, - აღნიშნავს ალუდა ღუდუშაური.

 

7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner