logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მელიამ რაც არ უნდა იჭირვეულოს, საბოლოოდ მაინც იტყვის, რომ ამნისტიის აქტი მასზეც გავრცელდეს
- +

10 მაისი. 2021. 16:33

 

 

„ვინმე თუ ცდილობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე კითხვის ნიშნები დასვას, ეს არის ამ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” შეთანხმების ერთგული რჩება.

 

„საჩქარო თუ არ არის და არ ეჩქარება, მელიას შეუძლია, იქ დარჩეს, სადაც არის. თუ ამნისტიის აქტის მიღება არ ეჩქარებათ, შეუძლიათ, მონაწილეობა არც ამაში მიიღონ. „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება, ამნისტიის აქტს მივიღებთ და ნიკა მელიამ რაც არ უნდა იჭირვეულოს, საბოლოოდ მაინც იტყვის, რომ მასზეც გავრცელდეს ამნისტიის აქტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner