logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ფარსი
- +

10 მაისი. 2021. 16:42

 

 

 

„რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიებისთვის ამნისტიის კანონპროექტის მიღება საჩქარო არ არის, მათთვის მთავარი იყო, ნიკა მელია ყოფილიყო გარეთ, შიგნით, ოღონდ პოლიტპატიმრად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების ამნისტია საჭიროა, რადგან პოლარიზება დასრულდეს.

 

„ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის იყო პოლიტიკური პატიმარი. თუმცა, არ დასრულდება მეორე საკითხი, რომელიც ეხება 20 ივნისს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეფასებებს. ამიტომ არის ამნისტია საჭირო, არა ნიკა მელიასთვის, არამედ იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტად გამოყენება და წინ გავიხედოთ. ეს არის ამნისტია და გვინდა, ეს ინსტრუმენტი განვახორციელოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner