logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არჩევნებში მხოლოდ ID-ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ
- +

10 მაისი. 2021. 19:06

 

 

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მხოლოდ ID-ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შეთანხმებულან. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ჩვენი საზრუნავია, საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეებს შევთავაზოთ, კომფორტული სერვისი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

 

ერთ-ერთ საკითხად განიხილება, ხომ არ იქნება სწორი გადავიდეთ უფრო სწრაფად და ინტენსივობით  ID-ბარათების გამოყენებაზე, თუმცა ამას თან სდევს პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ მოხდება.

 

მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner