logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან არსობრივ საკითხებზე ვთანხმდებით
- +

10 მაისი. 2021. 20:43

 

 

 

„კარგია, რომ ასეთი ფართო შემადგენლობით მოგვეცა საარჩევნო რეფორმის საკითხები განგვეხილა, ძალიან ნაყოფიერად ვიმსჯელეთ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ კაჭრეთში მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

„გავიარეთ საარჩევნო ტექნოლოგიებისა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ფაქტობრივად არსობრივ საკითხებზე ვთანხმდებით. რაც შეეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს გვექნება უფრო ვიწრო ჯგუფთან შეხვედრა, რათა ამ მიმართულებით ჩამოვყალიბდეთ, თუმცა მიდგომებს რაც შეეხება ამაზე ვთანხმდებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ მოხდება.

 

მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner