logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ, ახალი გააჩინონ - უგულავას ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება
- +

11 მაისი. 2021. 12:14

 

 

„პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ ახალი გააჩინონ - უგულავას ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება,“- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, რომ მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს დაინიშნა.

 

მისი თქმით, სასამართლო თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, თუმცა სამართლებრივი საკითხების პოლიტიზაცია ოპოზიციის სპეკულირების ნაწილია.

 

„ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი, ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და გირაოს გადახდა, რომელსაც ისინი ტყვეების გამოსყიდვას და პოლიტპატიმრების აღიარებას ეძახიან, სინამდვილეში იმის აღიარებაა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა მოქმედებდა სწორად. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირი იტყოდა, რომ ის არის პოლიტპატიმარი, საქმე წავიდოდა სტრასბურგში და გაათავისუფლებდნენ. ამის იმედი რომ არ ჰქონდათ, ამიტომ გადაიხადეს გირაო. რაც შეეხება გიგი უგულავას, მას ჰქონდა კონკრეტული დანაშაული, რაზეც აგო პასუხი, მეორე საქმეს რაც შეეხება, ჩატარდება სასამართლო პროცესი და ვნახავთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანონ.

 

თქვენ ან რომელიმე მოქალაქეს თუ ჰგონია, „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებდა, რომ ნიკა მელიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იმუნიტეტის მოხსნით დაიწყებოდა უსასრულო საცირკო წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ჩვენ თავს არ მივეცით უფლება, სამართლებრივი პრინციპები უარგვეყო, რომ პოლიტიკური მოგება გვენახა და ეს საცირკო წარმოდგენა ჩაგვეხსნა. გიგი უგულავას და ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ჩვენი ამოცანა სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ პროცესში გადაზრდის არ არსებობს, ეს მათი რეაქციაა სამართლებრივ ქმედებებზე, პოლიტიზაცია სამართლებრივი თემების მათი დაცვის მექანიზმია“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში, 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner