logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პარტიებს, რომლებიც მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ვალდებულებების შესრულებისგან გაქცევა სურთ
- +

11 მაისი. 2021. 15:20

 

 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ პარტიებს, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, მაგრამ ამ შეთანხმების სიკეთეებით სარგებლობენ, ვალდებულებების შესრულებისგან გაქცევა სურთ.

 

„ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და აღარ დაარღვევს. ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც რადიკალურმა პარტიამ. ველოდებით, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. კარგი იქნება, თუ ამ გზიდან გადაუხვევენ, მაგრამ ვნახოთ. ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ერთი მხრივ, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომლებიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, რაც ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისგან გაქცევაა. მათ უნდათ, რომ ამ დოკუმენტიდან მხოლოდ სიკეთეები მიიღონ და პასუხისმგებლობა არ აიღონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის მხრიდან კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე.

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ის იქნება, ვისაც გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. ნიკა მელიას შანსები კი იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც საპროტესტო აქციებსაც კი ვერ კრებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner