logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მერის მოადგილე პოლიტიკური თანამდებობაა და როცა სხვა პირის აგიტაციას ეწევი, სამსახურიდან უნდა წახვიდე
- +

11 მაისი. 2021. 18:12

 

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი რამდენიმე რეგიონში ქალაქის მერებისა და მოადგილეების გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა.

 

სუბარის განმარტებით, მათ მიმართ არ ჰქონია ადგილი არც ბულინგს და არც ზეწოლას.

 

„გადაწყვეტილების მიმღები პირების განმარტებით, ამ ადამიანებს თანამდებობა იმიტომ დაატოვებინეს, რომ საქმის კეთებას შეეშვნენ და გადავიდნენ კონკრეტული პირის აგიტაციაზე. უამრავი საქმეა გასაკეთებელი... გაზაფხულია და რეგიონებში ახლა იწყება მიწათმოქმედების სამუშაოები და იმის ნაცვლად, რომ ამას მიხედონ, გადავიდნენ პარტიულ საქმიანობაზე“, - განაცხადა სუბარმა.

 

ამასთან, სუბარის განმარტებით, მერის მოადგილე პარტიული თანამდებობაა და შესაბამისად ამ ადამიანებმა არჩევანი უნდა გააკეთონ - ან საქმე აკეთონ, ან პარტიულ თანამდებობას მიხედონ.

 

 „მათ უთხრეს, რომ მერის მოადგილეობა პოლიტიკური თანამდებობაა და მაშინ აქედან უნდა წახვიდეთო. ეს ზეწოლად ვერ ჩაითვლება და თუ სხვა ტიპის ზეწოლაზე იყო საუბარი, მაგალითად ბულინგზე... მაშინ მათ შესაბამისი განცხადებით სამართალდამცველებს უნდა მიმართონ და საქმის გამოძიება დაიწყოს ბულინგზე, რაც კანონით ისჯება“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner