logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ნიკა მელია შეცდენილი ადამიანია, რომელიც მიშა სააკაშვილმა შეაცდინა
- +

11 მაისი. 2021. 18:27

 

 

„ნიკა მელია არის შეცდენილი ადამიანი, რომელიც შეაცდინა მიშა სააკაშვილმა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყენეს საკითხი, რომ რეალურად მათი უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, თვითონ კი არავინ არ არის.

 

„სააკაშვილმა უთხრა, რომ შენ იქნები გმირი და საბოლოო ჯამში გამოვიდა არავინ. როგორც კი გამოვიდა ციხიდან, აკო მინაშვილმა ეგრევე დაუსვა საკითხი, რომ ჩვენ გვყავს ერთადერთი და უპირობო ლიდერი, ის არის კიევში და შენ არავინ ხარო. პრაქტიკულად პირდაპირ უთხრა ეს", - განაცხადა სუბარმა.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 მაისს დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner